English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘
საიუბილეო მილოცვა

„საქართველოს ეკონომისტი“: გამოცემიდან 100 წლის სახელოვანი იუბილე ჟურნალ „ეკონომიკის“რედაქციას 100 წლის იუბილარი ჟურნალი „საქართველოს ეკონომისტის“ მემკვიდრეობა დიდი პატივია თქვენი ჟურნალისთვის, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყველა ეტაპზე მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონლურად ეკიდებოდა დაკისრებულ ფუნქციებს, ჯეროვნად და დროულად ეხმაურებოდა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებს. იუბილარი ჟურნალის რედაქციის მოღვაწეობაში განსაკუთრებულად გამორჩეულია თითქმის ოცი წლის პაუზის შემდეგ (1941-1957 წწ.) - 1957 წლიდან აკად. პაატა გუგუშვილის მიერ აღდგენილი და მისივე რედაქტორობით განახლებული „საქართველოს ეკონომისტის“ რედაქციის მრავალმხრივი საქმიანობა. ჟურნალში დამკვიდრდა ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე ჯანსაღი დისკუსია. რაც მთავარია, ახალ მაღალ დონეზე განვითარდა ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგია, რამაც უდავოდ ხელი შეუწყო ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებას. მომდევნო პერიოდში, კერძოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის ხელშესაწყობად, თქვენმა ჟურნალმა ბევრი სიახლე დანერგა და აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ პროცესებში და ეს საქმიანობა დღესაც წარმატებით გრძელდება. ჩვენ გვეამაყება, რომ თსუ-ის პროფესორთა არაერთი თაობა ნაყოფიერად თანამშრომლობდა და თანამშრომლობს თქვენს ჟურნალთან. გილოცავთ სახელოვან იუბილეს და ახალ წარმატებებს გისურვებთ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობაში.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის ჟურნ. „ეკონომიკისა და ბიზნესის“ რედაქცია